ფეხბურთი | 17-წლამდელ გოგონათა ნაკრებს შესარჩევ ეტაპზე, მატვეევას ნაცვლად, დავითაშვილი გაწვრთნის #1TVSPORT
ფეხბურთი | 17-წლამდელ გოგონათა ნაკრებს შესარჩევ ეტაპზე, მატვეევას ნაცვლად, დავითაშვილი გაწვრთნის #1TVSPORT

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ლავრენტი დავითაშვილი მოამზადებს.

გუნდს ეროვნული ნაკრების მოთამაშე ტატა მატვეევა წვრთნიდა, რომლის ხელმძღვანელობითაც აზერბაიჯანთან ორი ამხანაგური მატჩიც ჩაატარა. მატვეევა ამჟამად საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად საბერძნეთთან საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩისთვის ემზადება და 17-წლამდელებთან ყოფნას ფიზიკურად ვერ ახერხებს.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები B ლიგის მეორე ჯგუფში 28 თებერვლიდან 6 მარტის ჩათვლით ითამაშებს. ქართველი ფეხბურთელების მეტოქეები ჯგუფის მასპინძელი ჩრდილოეთ მაკედონია, ჩრდილოეთ ირლანდია და ლუქსემბურგი იქნებიან.

ლავრენტი დავითაშვილმა მოახლოებული შეხვედრებისთვის 18 ფეხბურთელი გამოიძახა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ელენე ბონდარევა („კვარტალი“), თინიკო ჯაიანი („ბათუმი“);

მცველები: ნინო ნადარაია („კვარტალი“), ელენე ბოლქვაძე („ნიკე-ლუსო“), ბარბარე მანაგაძე („მართვე“), ნინი ვეკუა („ნორჩები“), ანი გოდერიძე („მართვე“);

ნახევარმცველები: სესილი მასხარაშვილი („რუსთავი“), მარიამ ჯოჯუა („დინამო“ სოხუმი), ლიზი კაკულია („დინამო“ სოხუმი), ანა დოლიშვილი („კვარტალი“), ანასტასია ბუჩუკური („ნიკე-ლუსო“), თამარ მარუაშვილი („მართვე“), ნინიკო ჩხეტიანი („კვარტალი“);

თავდამსხმელები: ანა-თამარ ქურასბედიანი-ბოლოთაშვილი („ლევანტე ბადალონა“, ესპანეთი), თეკლა ბერიძე („ნიკე-ლუსო“), ანი დავითულიანი („ნიკე-ლუსო“), ანა გრიგალაშვილი („თეთრიწყარო“).

მატჩების განრიგი:

28 თებერვალი

16:00 | ჩრდ. მაკედონია – საქართველო

3 მარტი

16:00 | ჩრდ. ირლანდია – საქართველო

6 მარტი

16:00 | საქართველო – ლუქსემბურგი