ფეხბურთელებს ლონდონის „არსენალის“ დატოვება სურთ
ფეხბურთელებს ლონდონის „არსენალის“ დატოვება სურთ

ბრიტანული პრესა წერს, რომ ლონდონის „არსენალის“ ძირითადი ფეხბურთელების ნახევრი კლუბის დატოვებას ფიქრობს.

როგორც The Independent იუწყება – „არსენალის“ წამყვანი ფეხბურთელების დიდი ნაწილი ლონდონურ კლუბში პერსპექტივას ვერ ხედავს და სურთ ისეთ გუნდში გადასვლა, რომელიც ჩემპიონობისთვის იბრძვის.

ინგლისის ჩემპიონატის მე-17 ტურის შემდეგ „არსენალი“ სატურნირო ცხრილის მე-10 ადგილზეა და ჩემპიონობის თეორიული შანსიც არ აქვს, რადგან გათამაშების ლიდერ „ლივერპულთან“ 27 ქულა აშორებს. ამასთანავე „არსენალს“ მნიშვნელოვან საერთაშორისო ტურნირებზე გასვლის მცირე შანსი აქვს.

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის 17 მატჩის შემდეგ, ლონდონელებმა გამარჯვება მხოლოდ ხუთჯერ იზეიმეს, 7 შეხვედრა ფრედ დაასრულეს და 5 მარცხი იწვნიეს.