„ფეისბუქის“ სამეთვალყურეო კოლეგია ტრამპის სოციალური ანგარიშების ბედს გადაწყვეტს

11:20, 05.05.2021

„ფეისბუქის“ შიდა სამეთვალყურეო კოლეგია, რომელსაც ხშირად ამ სოციალური ქსელის „უზენაეს სასამართლოსაც“ უწოდებენ, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დღეს დონალდ ტრამპის პირადი გვერდების განბლოკვა-დაბლოკვაზე ​მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც გასაჩივრებას აღარ დაექვემდებარება.

მიმდინარე წლის 6 იანვარს, კაპიტოლიუმზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ ტრამპის „ინსტაგრამის“, „ფეისბუქისა“ და „ტვიტერის“ პროფილები განუსაზღვრელი ვადით, დაუყოვნებლივ დაიბლოკა.

სამშაბათს, 4 მაისს, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა კომუნიკაციის ახალი, საკუთარი ვებპლატფორმა აამოქმედა.

მსგავსი