„ფეისბუქი“ თეთრი ნაციონალიზმისა და სეპარატიზმის მხარდამჭერ მასალას დაბლოკავს
„ფეისბუქი“ თეთრი ნაციონალიზმისა და სეპარატიზმის მხარდამჭერ მასალას დაბლოკავს

„ფეისბუქის“ ადმინისტრაცია მომდევნო კვირიდან „ფეისბუქსა“ და „ინსტაგრამში“ თეთრი ნაციონალიზმისა და სეპარატიზმის მხარდამჭერ მასალას დაბლოკავს.

სოციალური მედია-გიგანტი ასევე გეგმავს, გააუმჯობესოს შესაძლებლობები ტერორისტული ჯგუფებისგან გავრცელებული მასალების დასაბლოკად.

შეურაცხმყოფელი ტერმინების მძებნელი მომხმარებლების შესახებ ინფორმაცია სპეციალურ ორგანიზაციას გადაეგზავნება, რომელიც ულტრამემარჯვენე ექსტრემიზმის წინააღმდეგ მოქმედებს.

ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდასხმების დროს, პირდაპირი გადაცემის გამო, სოციალური ქსელი მკაცრი კრიტიკის ქვეშ მოექცა.„ფეისბუქის“ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ვიდეოს გავრცელებიდან 24 საათში, 1.2 მილიონი ასლი დაიბლოკა.