ნიდერლანდების ნაკრების ყოფილი ფორვარდი რობინ ვან პერსი როტერდამის „ფეიენოორდის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს, – წერს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.
42 წლის სპეციალისტი „ფეიენოორდს“ 2025 წლის თებერვლიდან ავარჯიშებდა. დასრულებულ სეზონში როტერდამულმა კლუბმა 19 ქულა წააგო ჩემპიონ „ეინდჰოვენთან“ და მეორე ადგილი დაიკავა, ნიდერლანდების თასის გათამაშებაში კი 1/16-ფინალიდან გამოეთიშა ბრძოლას.
ვან პერსიმ სამწვრთნელო კარიერა 2020 წელს „ფეიენოორდის“ სისტემაში დაიწყო. 2024-25 წლების სეზონში ის „ჰერენვეენს“ ავარჯიშებდა.