„ფეიენოორდმა“ „მილანთან“ პლეი ოფის მატჩამდე მთავარი მწვრთნელი გაუშვა #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფამდე ერთი დღით ადრე როტერდამის „ფეიენოორდმა“ მთავარი მწვრთნელი ბრაიან პრისკე დაითხოვა. ნიდერლანდური კლუბი მთავარ ევროპულ ტურნირზე მერვედფინალოს საგზურისთვის „მილანს“ უნდა შეხვდეს.
ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა „ფეიენოორდის“ სუსტი გამოსვლა ერედივიზიონში, სადაც 21 ტურის შემდეგ როტერდამელები მეხუთე ადგილზე არიან.
პრისკემ „ფეიენოორდი“ გასული წლის ზაფხულში ჩაიბარა, როცა „ლივერპულში“ გადასული არნე სლოტი შეცვალა.