„ფეიენოორდის“ მთავარი მწვრთნელი​ - „დინამო“ საკმაოდ ძლიერია, მაგრამ კარგი წინათგრძნობა მაქვს
„ფეიენოორდის“ მთავარი მწვრთნელი​ - „დინამო“ საკმაოდ ძლიერია, მაგრამ კარგი წინათგრძნობა მაქვს

როტერდამის „ფეიენოორდი“ თბილისის „დინამოს“ 8 აგვისტოს უმასპინძლებს. ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩამდე როტერდამელთა მთავარმა მწვრთნელმა, იაპ სტამმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა.

„ფეიენოორდის“ ახალგაზრდა მწვრთნელმა მომავალ დაპირისპირებაზე ილაპარაკა.

„ევროტურნირისთვის რამდენიმე ფეხბურთელით გავძლიერდით. სასურველ კონდიციებში არ ვართ, თუმცა ფეხბურთელებიც მატჩისთვის მზად არიან. „დინამომ“ ორი ეტაპი დამაჯერებლად გაიარა – ქართულ გუნდში მაღალი დონის ინდივიდუალისტები თამაშობენ და საკმაოდ ძლიერი გუნდია. მათ ყურადღება უნდა მივაქციოთ და თამაშის გაკონტროლება მოვახერხოთ. მე მაინც კარგი წინათგრძნობა მაქვს, რადგან ვუყურებ, ფეხბურთელები რა მონდომებით ემზადებიან“, – ამბობს იაპ სტამი.

მწვრთნელთან ერთად, მედიასთან შეხვედრაზე „ფეიენოორდის“ მოთამაშე, ფეხბურთელი კენტ ვერმერიც იმყოფებოდა.

„ვფიქრობ, სეზონი ცუდად დავიწყეთ, მაგრამ ახლა გამოსწორების შანსი გვაქვს. მეტოქეს კარგი ფეხბურთის ჩვენება შეუძლია. მთელი გუნდი მობილიზებული ვართ და გამარჯვებისთვის ბრძოლას შევძლებთ“, – აცხადებს კენტ ვერმერი.

საქართველოს პირველი არხი როტერდამიდან „ფეიენოორდისა“ და თბილისის „დინამოს“ შორის ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის ტელეტრანსლაციას შემოგთავაზებთ. შეხვედრა თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.