„ფეჰერვარმა“ მოიგო - ზივზივაძემ შეცვლაზე ითამაშა [ვიდეო] #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძემ და „ფეჰერვარმა“ უნგრეთის ჩემპიონატის (OTP Bank ლიგა) მე-11 ტურის შეხვედრა უშუალო კონკურენტთან მოიგო და სატურნირო ცხრილში დაწინაურდა.

ფეჰერვარმა“ „მოლ არენაზე“ „პაქსს“ უმასპინძლა. მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა იმრე საბიჩმა ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა და მოედანზე მხოლოდ მე-80 წუთზე შეუშვა. ბუდუმ 88-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

მე-16 წუთზე ანგარიში „ფეჰერვარის“ უკრაინელმა შემტევმა, ივან პეტრიაკმა გახსნა. 68-ე წუთზე ადამ მარტინმა ანგარიში გაათანაბრა. მაგრამ 83-ე წუთზე ქართველის გუნდს გამარჯვება კენან კოდრომ მოუტანა, რომელმაც პეტრიაკის გადაცემით ისარგებლა და „ფეჰერვარმა“ 2:1 მოიგო.

ზივზივაძის გუნდი კონკურენტთან გამარჯვებით 11 ტურის შემდეგ 17 ქულით მეოთხე ადგილზე დაწინაურდა. „ფეჰერვარი“ მომავალ კვირას, 7 ნოემბერს მე-12 ტურის მატჩს კვლავ საკუთარ არენაზე ითამაშებს „ზალაეგერსეგთან“, მანამდე, 3 ნოემბერს კი უნგრეთის თასზე მესამელიგელზუგლოს“ ესტუმრება.