„ფეჰერვარმა“ მოიგო, ზივზივაძემ ანგარიშზე პასი ჩაიწერა (ვიდეო)
„ფეჰერვარმა“ მოიგო, ზივზივაძემ ანგარიშზე პასი ჩაიწერა (ვიდეო)

ბუდუ ზივზივაძემ უნგრეთში მორიგი კარგი თამაში ჩაატარა. ეს უნგრეთის ჩემპიონატის მორიგ შეხვედრაში მოხდა, სადაც ვიცეჩემპიონიფეჰერვარი“ საშინაო არენაზე „ბუტაფოკს“ შეხვდა და 4:1 დაამარცხა.

26 წლის ქართველი თავდამსხმელი ისევ „ფეჰერვარის“ ძირითად შემადგენლობაში იყო. 35-ე წუთზე ზივზივაძემ გადაცემა ჩაჭრა, კარის წინ დარჩენილმა უკეთეს პოზიციაში მყოფი ივან პეტრიაკი მოძებნა და გოლის გატანაში დაეხმარა. მისი კარგი თამაში უკრაინელმა თანაგუნდელმა დააფასა და გოლის შემდეგ ხელით ქართველზე მიანიშნა, რომ ეს ზივზივაძის დამსახურება იყო.

საბოლოოდ, „ფეჰერვარმა“ მეტოქე 4:1 დაამარცხა და 25 ქულით სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა. ზივზივაძემ უნგრეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 12 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლის გარდა, ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.