„ფეჰერვარმა“ „გალათასარაი“ დაამარცხა, ზივზივაძემ შეცვლაზე ითამაშა #1TVSPORT
„ფეჰერვარმა“ „გალათასარაი“ დაამარცხა, ზივზივაძემ შეცვლაზე ითამაშა #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძის „ფეჰერვარმა“ მოსამზადებელ ეტაპზე მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. უნგრული კლუბი თურქულ „გალათასარაის“ შეხვდა და 1:0 დაამარცხა.

ზივზივაძე სათადარიგოებში იყო და მოედანზე 58-ე წუთზე გამოჩნდა კოდროს ნაცვლად, რომლის მიერ 32-ე წუთზე გატანილი გოლითაც უნგრელებმა თურქეთის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი დაამარცხეს. მეორე ტაიმში შეცვლაზე შესულ ზივზივაძეს თავის გამოჩენის რეალური მომენტი 66-ე წუთზე ჰქონდა, მეკარეს ლამაზი მოძრაობით აჯობა, მაგრამ ათი მეტრიდან კარს ააცილა.

„ფეჰერვარმა“ „გალათასარაისთან“ კიდევ არაერთი რეალური საგოლე მომენტი შექმნა და უფრო დიდი სხვაობით მოგება შეეძლო, მაგრამ საბოლოოდ, უნგრული კლუბი მინიმალური ანგარიშით მოგებას დასჯერდა.

ეს უნგრული გუნდისთვის ავსტრიაში, ჰარტბერგის მოსამზადებელ ეტაპზე ბოლო მატჩი იყო „გაბალასთან“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩამდე – უნგრელები მეტოქეს 21 ივლისს უმასპინძლებენ, ხოლო 28-ში აზერბაიჯანში ესტუმრებიან.