„ფეჰერვარის“ ყოფილი მწვრთნელი - შესაძლოა, ზივზივაძე მთავარ გუნდში დააბრუნონ #1TVSPORT
„ფეჰერვარის“ ყოფილი მწვრთნელი - შესაძლოა, ზივზივაძე მთავარ გუნდში დააბრუნონ #1TVSPORT

„ფეჰერვარის“ ყოფილი მწვრთნელი, ბორის მიხაელი აცხადებს, რომ არის შანსი, მთავარი გუნდიდან მოკვეთილი ბუდუ ზივზივაძე შემადგენლობაში მაინც დააბრუნონ – ინფორმაციას ტელეკომპანია M4 Sport-ის ვებგვერდი ავრცელებს.

„ზივზივაძის შემადგენლობიდან მოკვეთაზე გადაწყვეტილება მე არ მიმიღია, ეს კლუბის გადაწყვეტილებაა. ჩემი აზრით, წაგების შემდეგ ზივზივაძე არასათანადოდ მოიქცა. არის თუ არა შანსი, რომ შემადგენლობაში დაბრუნდეს? ვფიქრობ, რომ ამის შანსი არის“, – განაცხადა მიხაილ ბორისმა.

შეგახსენებთ, რომ „ფეჰერვარმა“ საშინაო მატჩი ზივზივაძის ყოფილ კლუბ „უიპეშტთან“ 0:1 წააგო, რასაც გულშემატკივართა აღშფოთება მოჰყვა. მატჩის შემდეგ ბუდუ ზივზივაძემ სტუმართა მოთამაშეს ფორმა გაუცვალა და „უიპეშტის“ გულშემატკივრებს მიესალმა.

გასულ სეზონში ქართველი ფეხბურთელი „უიპეშტში“ იჯარით თამაშობდა და მშვენიერ ფორმაში იყო, მაგრამ წაგებით გამწარებულმა „ფეჰერვარის“ გულშემატკივრებმა მისი საქციელი დაგმეს. კლუბმა მას გულშემატკივრებისა და თანაგუნდელების მიმართ უპატივცემულობის გამოჩენა დააბრალა და ძირითადი შემადგენლობიდან დუბლშემადგენლობაში დააქვეითეს.

ქართველმა თავდამსხმელმა სოციალურ ქსელში მომხდარი ახსნა და ყველას მოუბოდიშა, ვინც მისი საქციელი უპატივცემულობად მიიჩნია. აღსანიშნავია, რომ მიხაელ ბორისი „ფეჰერვარიდან“ ქართველის დასჯის შემდეგ გაათავისუფლეს.