„ფეჰერვარის“ სპორტული დირექტორი - ზივზივაძის წასვლა გამორიცხული არაა #1TVSPORT
„ფეჰერვარის“ სპორტული დირექტორი - ზივზივაძის წასვლა გამორიცხული არაა #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძისფეჰერვარი“ სლოვენიის ქალაქ კერეკნეკფელში მიმდინარე შეკრებაზე კვიპროსის ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს, ლიმასოლის „არისს“ დაუპირისპირდა და კოდროს დუბლით 2:1 დაამარცხა.

ბუდუ ზივზივაძე სათადარიგოებში იყო და მოედანზე მეორე ტაიმში გავიდა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს 68-ე წუთზე გატანა შეეძლო, როდესაც სწრაფი კონტრშეტევისას კარში 10 მეტრიდან დაარტყა, მაგრამ მიზანს ააცილა.

ამასობაში, „ფეჰერვარის“ სპორტულმა დირექტორმა იშტვან სალოიმ ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუში განაცხადა, რომ შესაძლოა, ქართველი თავდამსხმელი წავიდეს.

„სენსაციური გაზაფხულის შემდეგ ზივზივაძემ საკუთარი თავი იპოვა და „ფეჰერვარში“ მოტივირებული დაბრუნდა. თუმცა მისით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული, ამიტომ მისი წასვლა გამორიცხული არ არის“, – განაცხადა დაბრუნებული ბუდუ ზივზივაძის შეახებფეჰერვარის“ სპორტულმა დირექტორმა.