„ფეჰერვარის“ დირექტორი - ვცდილობთ, ზივზივაძეს ახალი კლუბი მოვუძებნოთ #1TVSPORT
„ფეჰერვარის“ დირექტორი - ვცდილობთ, ზივზივაძეს ახალი კლუბი მოვუძებნოთ #1TVSPORT

ფეჰერვარის“ სპორტულმა დირექტორმა, როლანდ იუჰასმა წლის ბოლოს პრესკონფერენცია გამართა და ისაუბრა გუნდის რამდენიმე პრობლემაზე, მათ შორის ბუდუ ზივზივაძის საკითხზეც.

„ვცდილობთ, ზივზივაძეს ახალი კლუბი მოვუძებნოთ და ზამთარში კარიერა სხვაგან გააგრძელოს. იყო დისციპლინური გადაცდომა, რომელსაც მეც ვერ მივიღებ. ეს განვიხილეთ, როდესაც მას და მის მენეჯერს შევხვდი და მათ ეს გაითვალისწინეს. ჩვენ ვეძებთ გამოსავალს უახლოესი მომავლისთვის, რომელიც ორივე მხარისთვის საუკეთესო იქნება“, – განაცხადა როლანდ იუჰასმა.

ზივზივაძე სკანდალში 10 ოქტომბერს გაეხვა. უნგრეთის ჩემპიონატის მე-4 ტურის გადადებულ შეხვედრაში „ფეჰერვარი“ საკუთარ მოედანზე ქართველი თავდამსხმელის ყოფილ კლუბთან, „უიპეშტთან“ 0:1 დამარცხდა.

მატჩის დასრულების შემდეგ „ფეჰერვარის“ ფეხბურთელები თავიანთი გუნდის ფანებს წაგებისთვის ბოდიშს უხდიდნენ, ზივზივაძეს კი ეს მომენტი გამოეპარა და ესაუბრებოდა „უიპეშტის“ ფეხბურთელებს, რომლებთანაც იჯარით ნახევარი სეზონი გაატარა, მეტოქე გუნდის ფანებს ხელი დაუქნია და მოედანი ისე დატოვა.

ამის გამო ზივზივაძე „ფეჰერვარის“ სათადარიგოთა გუნდში გადაიყვანეს, სადაც მხარი დაიზიანა და ნოემბერში ოპერაცია გაიკეთა.