„ფეჰერვარი“ ზივზივაძის დონის თავდამსხმელს ვერ მონახავდა - გაირკვა, რატომ ვერ გადავიდა ზივზივაძე გერმანულ კლუბში #1TVSPORT
„ფეჰერვარი“ ზივზივაძის დონის თავდამსხმელს ვერ მონახავდა - გაირკვა, რატომ ვერ გადავიდა ზივზივაძე გერმანულ კლუბში #1TVSPORT

კიოლნზე“ ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ბუდუ ზივზივაძეს გერმანიაში მეორე ბუნდესლიგის სამი გუნდი ნამდვილად იწვევდა“ – ასეთი კომენტარი გააკეთა უნგრულ მედიაში გავრცელებულ ცნობაზე საქართველოს პირველ არხთან ლაშა ოდილაძემ.

საფეხბურთო მენეჯერი, რომელიც უნგრეთში საქმიანობს, აცხადებს, რომ გერმანელთა ინტერესი კონკრეტული იყო, მაგრამ საბოლოოდ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს უნგრული კლუბი „ფეჰერვარი“ ვერ შეელია:

„კონკრეტული წინადადებით „ფეჰერვარს“ „სანკტ-პაულისხელძღვანელობამ მიმართა და სოლიდური თანხაც შესთავაზა. ასევე აქტიურობდა ორი შვედური და ერთი თურქული კლუბი. მაგრამ „ფეჰერვარს“ ბუდუ სჭირდებოდა, სატრანსფერო „ფანჯარა“ იხურებოდა და ამ დონის თავდამსხმელს უცებ ვერ მონახავდა. ამიტომ ბუდუ უნგრეთში დარჩა“.

ოდილაძე ზიზივაძის კონტრაქტის ხანგრძლივებაზეც და უნგრულ კლუბთან დაწყებულ მოლაპარაკებაზეც გვესაუბრა.

ზივზივაძესფეჰერვართანკონტრქტი 2023 წლის ზაფხულში უმთავრდება და ჯერ გაგრძელებას არ ვჩქარობთ. სავარაუდოდ, ხელშეკრულების გახანგრძლივების საკითხზე მოლაპარაკება დეკემბერში დაიწყება. ბუდუ მშვენიერ ფორმაშია და ბუნებრივია, რომ მას ბევრი კლუბი აკვირდება“, – აცხადებს ქართველი მენეჯერი.