ფედერიკო კიეზი ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონისთვის „ლივერპულის“ განაცხადში ვერ მოხვდა #1TVSPORT
„ლივერპულმა“ ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლის სეზონის განაცხადი გამოაქვეყნა, სადაც იტალიელი ფედერიკო კიეზა ვერ მოხვდა.
კიეზა გასული სეზონიდან გუნდის მთავარი მწვრთნელის, არნე სლოტის გეგმებში არ ჯდება, თუმცა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის პირველ ტურში მან „ბორნმუთს“ გადამწყვეტი გოლი გაუტანა და ელოდნენ, რომ მეტ სათამაშო დროს მიიღებდა.
განაცხადში არის გიორგი მამარდაშვილი. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარეს ახალი გუნდის რიგებში ოფიციალურ შეხვედრაში ჯერ მონაწილეობა არ მიუღია.
„ლივერპული“ ჯგუფურ ეტაპზე დაუპირისპირდება „ატლეტიკოს“, „გალათასარაის“, „აინტრახტს“, „რეალს“, პსვ-ს, „ინტერს“, „მარსელს“ და „ყარაბაღს“.