ფედერიკო ბერნარდესკი - სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი კვარაცხელიაა #1TVSPORT
ფედერიკო ბერნარდესკი - სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი კვარაცხელიაა #1TVSPORT

„ტორონტოს“ თავდამსხმელმა, ფედერიკო ბერნარდესკიმ La Gazzetta dello Sport-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში „იუვენტუსზე“ ისაუბრა და ახსენა ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელსაც სერია A-ს უძლიერეს ფეხბურთელად მიიჩნევს.

„ვფიქრობ, რომ „იუვენტუსი“ ფორმაში შევა და საჩემპიონო ბრძოლას იანვრიდან დაუბრუნდება, როდესაც სეზონი განახლდება. ბოლო მატჩებში ნამდვილი „იუვენტუსი“ ვნახე. მათ ძალიან ბევრი კარგი თვისება გააჩნიათ და იანვრიდან, როდესაც გუნდი სრული შემადგენლობით ითამაშებს, მათი შეჩერება რთული იქნება.

პოტენციურად „იუვენტუსი“ უფრო ძლიერი გუნდია, ვიდრე „ნაპოლი“, რომელიც სიგიჟეებს აკეთებს და ჰყავს გამორჩეული ფეხბურთელი კვარაცხელია. ჩემთვის ის ყველაზე ძლიერია A-ში. ასეთი სრულყოფილი მოთამაშე მრავალი წელია იტალიაში არ მინახავს: მას აქვს შესანიშნავი ფეხები, ფიზიკა, სიჩქარე და ინტელექტი. „ნაპოლი“ მომავალ ზაფხულში მის შესანარჩუნებლად მთელი ძალით იბრძოლებს, რადგან ტოპკლუბები ქართველი ფეხბურთელის შეძენას უკვე ცდილობენ. რაც ვიცი, ერთ დროს მის შეძენასთან „იუვენტუსიც“ ახლოს იყო“, – ამბობს ფედერიკო ბერნარდესკი.

ფედერიკო ბერნარდესკიმ „იუვენტუსში“ ხუთი სეზონი გაატარა და ამ პერიოდში ყველა ტურნირზე ტურინული გრანდის ფორმით 183 მატჩში მონაწილეობდა.