ფედერერმა რუბლიოვი შეაფასა - ის ძალიან სუფთად თამაშობდა
ფედერერმა რუბლიოვი შეაფასა - ის ძალიან სუფთად თამაშობდა

შვეიცარიელი ჩოგბურთელი, დიდი სლემის ტურნირების 20-გზის გამარჯვებული როჯერ ფედერერი ცინცინატის „მასტერსის“ მესამე წრიდან რუსმა ანდრეი რუბლიოვმა გამოთიშა. როჯერმა მოწინააღმდეგის თამაში პრესასთან შეაფასა.

„იგი ძალიან სუფთად თამაშობდა. თავს კარგად იცავდა, უტევდა და ძლიერად აწვდიდა. მეტოქემ უბრძოლველად არცერთი ქულა არ დამითმო, ასე რომ, ძალიან გამიჭირდა. ანდრეიმ ბრწყინვალედ იასპარეზა“, – განაცხადა ფედერერმა.

როჯერმა ერთმანეთს უიმბლდონის და ცინცინატის კორტების სისწრაფეებიც შეადარა:

„აქ კორტი თავისთავად უფრო სწრაფია ვიდრე უიმბლდონზე, ასხლეტა უფრო მაღალია და ბურთის გაკონტროლებაც ძნელია. სიცხეც მნიშვნელოვანი ფაქტორია.“