ფედერერმა რაგბის მსოფლიოს ჩემპიონებს გამარჯვება მიულოცა
ფედერერმა რაგბის მსოფლიოს ჩემპიონებს გამარჯვება მიულოცა

ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ეროვნულ გუნდს მსოფლიო თასის მოგება სოციალური ქსელით მიულოცა. ფედერერმა „ქურციკების“ კაპიტანს სია კოლისს მიმართა

„სია, ძალიან ბედნიერი ვარ ამ გამარჯვებით. დაუჯერებელ წარმატებას მიაღწიეთ. შესაშნიშნავი გუნდი ხართ. ძალიან ბევრი იშრომეთ ბიჭებმა იმისთვის რომ ამ შედეგისთვის მიგეღწიათ. მთელი ტურნირის მანძილზე გულშემატკივრობდით. ბიჭებო, უკლებლივ ყველა ნაკრების წევრი საუკეთესო იყავით“.

როჯერ ფედერერის რაგბისადმი სიყვარული მის მშობლებს უკავშირდება – „დედა და მამა რაგბის დიდი გულშემატკივრები არიან. ბავშობაში რაგბის ბურთი გვქონდა და ხშირად ვთამაშობდით. ამიტომ სპორტის ეს სახეობა ჩემთვის ძლიან ახლოს არის“.

ლეგენდარული ჩოგბურთელის როჯერ ფედერერის დედა სამხრეთ აფრიკელი გახლავთ . თავად ფედერერს კი ორმაგი მოქალაქეობა აქვს შვეიცარიისა და სამხრეთ აფრიკის.