ფედერერმა კორტზე დაბრუნება დაადასტურა
ფედერერმა კორტზე დაბრუნება დაადასტურა

ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა განაცხადა, რომ კორტზე ბრუნდება. 39 წლის ჩოგბურთელმა დაადასტურა მონაწილეობა ATP250 კატეგორიის ტურნირზე, რომელიც ყატარის დედაქალაქ დოჰაში გაიმართება.

ფედერერს ოფიციალური მატჩი შარშანდელი ავსტრალიის ღიას შემდეგ არ ჩაუტარებია. მაშინ როჯერმა ნახევარფინალამდე მიაღწია, სადაც სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩთან წააგო. მას შემდეგ, შვეიცარიელმა მუხლზე ორი ოპერაცია გადაიტანა.

დოჰას ტურნირი 8-14 მარტს გაიმართება.