ფედერერმა იტალიის ღია პირველობის ორგანიზატორები ბილეთების მაღალი ფასების გამო გააკრიტიკა
ფედერერმა იტალიის ღია პირველობის ორგანიზატორები ბილეთების მაღალი ფასების გამო გააკრიტიკა

გრენდ სლემის 20-გზის გამარჯვებული შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი იტალიის ღია პირველობის ორგანიზატორებს აკრიტიკებს. როგორც ირკვევა, ტურნირზე დასასწრები ბილეთების ფასი მას შემდეგ გაორმაგდა, რაც ფედერერი მასში მონაწილეობის მიღებას დათანხმდა.

37 წლის სპორტსმენი 2016 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს თიხის კორტზე და მესამე ნომრად იქნება განთესილი.

„ისე გამოვიდა, რომ ზოგიერთი ადამიანი ბილეთების ადრე შეძენისთვის დაჯილდოვდა, რაც საკმაოდ უცნაურია“, – განაცხადა ფედერერმა, – „ახლა მხოლოდ იმის იმედი მაქვს, რომ ეს ატმოსფეროს არ შეცვლის და ხალხი მართლაც ისიამოვნებს კარგი სანახაობით“.

პირველ ტურში ფედერერი პორტუგალიელ ჟოაო სოუზას დაუპირისპირდება.