ფედერერმა და ანდერსონმა იოლად გაიმარჯვეს
Tennis - Wimbledon - All England Lawn Tennis and Croquet Club, London, Britain - July 11, 2018. South Africa's Kevin Anderson reacts during his quarter final match against Switzerland's Roger Federer. REUTERS/Andrew Boyers
ლონდონში მინდინარე ATP-ის შემაჯამებელ ტურნირზე B ჯგუფის მეორე ტურის მატჩები გაიმართა. პირველი შეხვედრა ცოტა მოულოდნელი შედეგით დასრულდა, სამხრეთ აფრიკელმა კევინ ანდერსონმა გამანადგურებელი ანგარიშით, 6:0 6:1 იაპონელი კეი ნიშიკორი დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში ანდერსონმა ავსტრიელი დომინიკ ტიმი დაამარცხა, ხოლო იაპონელმა თვით როჯერ ფედერერს სძლია.
მეორე შეხვედრაში შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა პატარა საჩოგბურთო გაკვეთილი ჩაუტარა ახალგაზრდა ავსტრიელ დომინიკ ტიმს და ანგარიშით 6:2 6:3 დაამარცხა. როჯერს პირველ შეხვედრაში დამარცხების შემდეგ უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდა და ეს შეხვედრა ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა, ტიმმა კი ამ წაგებით ჯგუფიდან გასვლის ყველანაირი შანსი დაკარგა.
ორი ტურის შემდეგ ჯგუფის ლიდერი ორი მოგებით კევინ ანდერსონია, თითო-თითო მოგება აქვთ როჯერ ფედერერსა და კეი ნიშიკორის.