ფედერერმა ჩილეში ზვერევი დაამარცხა
ფედერერმა ჩილეში ზვერევი დაამარცხა

ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში გაიმართა საგამოფენო შეხვედრა მსოფლიოს მესამე ჩოგან როჯერ ფედერერსა და კლასიფიკაციის მეშვიდე ნომერ ალექსანდრ ზვერევს შორის. მატჩი ლათინოამერიკული ტურნეს ფარგლებში ჩატარდა. Movistar Arena-ზე სრული ანშლაგი იყო – თამაშს 12.8 ათასი მაყურებელი დაესწრო. ფედერერმა სამ სეტში გაიმარჯვა – 6:3, 4:6, 6:4.

ამის შემდეგ, შვეიცარიელი და გერმანელი გაემგზავრებიან ბუენოს აირესში (არგენტინა). ტურნეს დროს, ასევე დაგეგმილია ვიზიტები ბოგოტაში (კოლუმბია), მეხიკოსა (მექსიკა) და კიტოში (ეკვადორი).

უფრო ადრე გახდა ცნობილი, რომ მექსიკაში ფედერერისა და ზვერევის მატჩი „პლასა მექსიკოში“ გაიმართება, რომელიც მსოფლიოში კორიდასთვის ყველაზე დიდი არენაა. ის 41 ათას მაყურებელს იტევს. ყველა ბილეთი ამ მატჩზე რამდენიმე წუთში გაიყიდა.