ფედერერი შანხაის ტურნირს გამოეთიშა
LONDON, ENGLAND - JULY 02: Roger Federer of Switzerland plays a whot through the legs during his Gentlemens Singles Second Round match against Sam Querry of the United States during day four of the Wimbledon Lawn Tennis Championships at the All England Lawn Tennis and Croquet Club on July 2, 2015 in London, England. (Photo by Ian Walton/Getty Images)
მსოფლიო ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელი, დიდი სლემის ოცგზის გამარჯვებული, როჯერ ფედერერი, ჩინეთში მიმდინარე „შანხაის მასტერსზე“, ნახევარფინალურ მატჩში, ახალგაზრდა ხორვატ ჩოგბურთელთან, ბორნა ჩორიჩთან ორ სეტში დამარცხდა – 4:6 4:6.
მატჩის სტარტზე შვეიცარიელმა პირველივე მოწოდება დაკარგა და სეტის გადარჩენა ვეღარ შეძლო.
მეორე სეტიც იგივე სცენარით დაიწყო, როჯერმა სტარტზევე დაკარგა თავისი მოწოდება და სიტუაციის გამოსწორება აღარ გამოუვიდა.
საბოლოოდ მეორე სეტიც, პირველის მსგავსად ჩორიჩმა – 6:4 მოიგო.
ამ მარცხით როჯერ ფედერერმა 640 სარეიტინგო ქულა დაკარგა, რადგან ის ამ ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული გახლდათ.
დაანონსებული ფინალი – ფედერერი-ჯოკოვიჩი არ შედგა.
ხვალ „შანხაის მასტერსის“ ფინალში ერთმანეთს სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და ხორვატი ბორნა ჩორიჩი შეხვდებიან.