ფედერერი, რონალდო, მესი, ნეიმარი და ლებრონ ჯეიმსი ყველაზე მდიდარი ცნობილი ადამიანების ტოპ-ათეულში არიან
ფედერერი, რონალდო, მესი, ნეიმარი და ლებრონ ჯეიმსი ყველაზე მდიდარი ცნობილი ადამიანების ტოპ-ათეულში არიან

ავტორიტეტულმა ამერიკულმა ჟურნალმა „ფორბსმა“ შეადგინა ყველაზე მაღალანაზღაურებადი „სელებრითების“ ტოპ-ათეული და მასში ხუთი სპორტსმენი მოხვდა.

მდიდარი მამაკაცების რეიტინგში, რომელშიც შედიან მომღერლები, მსახიობები, სპორტსმენები, ტელეწამყვანები და ა.შ., პირველი ადგილი დაიკავა რეპერმა და მუსიკალურმა პროდუსერმა კანეი უესტმა 170 მილიონი დოლარის შემოსავლით.

მეორე ადგილზეა შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი 106.3 მილიონით. მესამეზე – „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო (105 მლნ). შემდეგ მოდიან: „ბარსელონას“ კაპიტანი ლიონელ მესი (104 მლნ), მსახიობი და რეჟისორი ტაილერ პერი (97 მლნ), „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ნეიმარი (95.5 მლნ), შოუმენი ჰოვარდ სტერნი (90 მლნ), „ლეიკერსის“ კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი (88,2 მლნ), მსახიობი დუეინ ჯონსონი (87,5 მლნ) და საზოგადო მოღვაწე და პოლიტიკური მიმომხილველი რაშ ლიმბო (85 მლნ).