ფედერერი როლან გაროსისთვის მზადაა
ფედერერი როლან გაროსისთვის მზადაა

მსოფლიოს მესამე ჩოგანმა, შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა, რომელმაც რომის ტურნირზე ფეხის ტრამვის გამო ასპარეზობა დროზე ადრე შეწყვიტა, თავის ფიზიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა.

მისი სიტყვებით, ის ბოლომდე გამოჯანმრთელდა და სათამაშოდ მზადაა.

„მე „როლან გაროსისთვის“ ტრამვა ბოლომდე მოვირჩინე“, – ციტირებს „დეილი ექსპრესი“ ფედერერის სიტყვებს. – „პარიზში ვბრუნდები, რაც ძალიან მახარებს. უკვე სამი წელია, რაც საფრანგეთის ღია ჩემპიონატზე არ მიასპარეზია. მაყურებლის მოლოდინი დიდია, მაგრამ მე ვცდილობ, სიტუაცია დავაწყნარო. გული მიგრძნობს, რთული ტურნირი მელოდება“.

„როლან გაროსი“ სტარტს 26 მაისს აიღებს.