ფედერერი ოფიციალურად პირველი ნომერია
ფედერერი ოფიციალურად პირველი ნომერია

როტერდამში ტიტულის მოგების შემდეგ, შვეიცარიელი როჯერ ფედერერი მსოფლიოს ახალი პირველი ჩოგანი გახდა.

36 წლის ლეგენდამ რეკორდი დაამყარა – ის არის ჩოგბურთის ისტორიაში მამაკაცთა კლასიფიკაციის ყველაზე ასაკოვანი ლიდერი. ამ მაჩვენებლით, როჯერმა ამერიკელ ანდრე აგასის აჯობა.

ATP-ის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ფედერერი, რომელმაც ლიდერობა რაფაელ ნადალს ჩამოართვა, მინიმუმ 18 მარტამდე იქნება პირველი ჩოგანი. სწორედ ამ დღეს იმართება ინდიან უელსის “მასტერსის” ფინალი. ამ ტურნირზე ფედერერს შარშანდელი ტიტული აქვს დასაცავი.

რეიტინგის ტოპ-ათეულში კიდევ ორი ცვლილება მოხდა: როტერდამის ტურნირის ფინალისტმა გრიგორ დიმიტროვმა მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა, ნიუ იორკის ტურნირის გამარჯვებული კევინ ანდერსონი კი ათეულში შევიდა და მეცხრე ადგილზეა.

ATP. TOP10
1(2). როჯერ ფედერერი (შვეიც) – 10 105
2(1). რაფაელ ნადალი (ესპ) – 9 760
3(3). მარინ ჩილიჩი (ხორ) – 4 960
4(5). გრიგორ დიმიტროვი (ბულ) – 4 635
5(4). ალესანდრ ზვერევი (გერ) – 4 450
6(6). დომინიკ ტიმი (ავსტრია) – 4 220
7(7). დავიდ გოფენი (ბელ) – 3 280
8(8). ჯეკ სოკი (აშშ) – 2 880
9(11). კევინ ანდერსონი (ს. აფრ) – 2 825
10(9). ხ-მ. დელ პოტრო (არგ) – 2 815