ფედერერი - მხოლოდ სამი პროცენტი იყო იმის შანსი, რომ ჯოკოვიჩს დავამარცხებდი
ფედერერი - მხოლოდ სამი პროცენტი იყო იმის შანსი, რომ ჯოკოვიჩს დავამარცხებდი

ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩთან დამარცხების შემდეგ, როჯერ ფედერერმა განაცხადა, რომ მოგების ძალიან მცირე შანსი ჰქონდა.

38 წლის შვეიცარიელს საზარდულის ტრავმა აწუხებს, რომელიც მეოთხედფინალში მიიღო, როდესაც ამერიკელ ტენის სანდგრენს მოუგო, თუმცა ჯოკოვიჩის წინააღმდეგ კორტზე გასვლა მაინც გადაწყვიტა და 7-6(7-1), 6-4, 6-3 წააგო.

„ყოველთვის რთულია, როდესაც მოგების შანსი სამი პროცენტი გაქვს, მაგრამ ეს უკეთესია, ვიდრე არაფერი“ – განაცხადა ფედერერმა, რომელსაც კარიერაში მატჩი არასდროს შეუწყვეტია.

ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრიელ დომინიკ ტიმს შეხვდება, რომელმაც ნახევარფინალში გერმანელი ალექსანდრ ზვერევი დაამარცხა.