ფედერერი - კარიერას არ დავასრულებ
ფედერერი - კარიერას არ დავასრულებ

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი როჯერ ფედერერი არ აპირებს ამ სეზონის შემდეგ კარიერის დასრულებას. შვეიცარიელმა აგრეთვე განაცხადა. რომ სერიოზულად არის განწყობილი გრუნტის სეზონისთვის. როჯერის სიტყვები მოჰყავს „ტენის ვორლდს“ (Tennis World) –

„ფიქრობთ, რომ ეს ჩემი ბოლო გრუნტის სეზონია? და მე დავასრულებ კარიერას? არა. ამ მიმართულებით საერთოდ არ ვფიქრობ. უბრალოდ, ბოლო ორი-სამი სეზონი ვტოვებდი გრუნტს, მაგრამ, ახლა, ჩემი ორგანიზმი მზად არის და გრუნტის ტურნირებიც ჩაჯდა ჩემს განრიგში. აღარ ავიღებ დიდ შესვენებებს, შევინარჩუნებ რითმს და მივიღებ თამაშისგან სიამოვნებას. რა თქმა უნდა, ეს იოლი არ იქნება. თავდაპირველად, პატარა ნაბიჯებით უნდა ვიარო, მაგრამ ეს არ არის საშიში. ბოლოს და ბოლოს, მე გრუნტზე გავიზარდე. ახლა, ჩემი ორგანიზმი ისევ საკმარისად ძლიერია, რათა მოახერხოს ჯერ ჰარდიდან გრუნტზე, შემდეგ კი ბალახზე გადასვლა“.

ახალ სათამაშო კვირას, როჯერ ფედერერი დუბაის ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. მისი პირველი მეტოქე გერმანელი ფილიპ კოლშრაიბერი იქნება.