ფედერერი ჰალეში ნახევარფინალამდე მივიდა

18:08, 22.06.2018

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა როჯერ ფედერერმა მორიგი რთული მატჩი ჩაატარა ჰალეს ტურნირზე, მაგრამ მაინც შეძლო ნახევარფინალში გასვლა.

ფედერერის მეტოქე იყო ავსტრალიელი მეტიუ ებდენი, რომელიც მსოფლიოს კლასიფიკაციაში მე-60 ადგილზეა. პირველი სეტი თანაბარი ბრძოლით აღინიშნა – ერთადერთი ბრეიკ-პოინტი შვეიცარიელს ჰქონდა, მაგრამ როჯერმა ეს შანსი ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ, ტაი-ბრეიკი როჯერმა ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა, არც ერთი თავისი მოწოდება არ დათმო და 7:2 მოიგო.

მეორე სეტის პირველ ნაწილში ებდენი უკეთ გამოიყურებოდა – ორჯერ დაწინაურდა ბრეიკით, 5:3 წაიყვანა ანგარიში, მაგრამ ფედერერმა ზედიზედ ოთხი გეიმის აღება შეძლო, რითაც მატჩი საათსა და 29 წუთში 7:6(2), 7:5 მოიგო.

ნახევარფინალში ფედერერის მეტოქე ამერიკელი დენის კუდლა იქნება. სხვათა შორის, ეს ის ჩოგბურთელია, რომელმაც კვალიფიკაციაში ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი დაამარცხა.

მსგავსი