ფედერერი ერთი ადგილით დაქვეითდა - ბასილაშვილი ისევ მეოცეა
ფედერერი ერთი ადგილით დაქვეითდა - ბასილაშვილი ისევ მეოცეა

მორიგი სათამაშო კვირის შემდეგ, რეიტინგი განაახლა პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ.
როტერდამის ტურნირში გამოსვლის შემდეგ, მე-20 ადგილი შეინარჩუნა ქართველმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელმაც ჰოლანდიაში ერთი წრის გავლა მოახერხა, მაგრამ მეორე რაუნდში წააგო უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩთან.

ტოპ-ათეულში ერთი ცვლილება მოხდა – შვეიცარიელი როჯერ ფედერერი მეშვიდე ადგილზე ჩამოვიდა და მეექვსემდე ავიდა იაპონელი კეი ნიშიკორი.

ATP. TOP10

1(1). ჯოკოვიჩი (სერბეთი) – 10 955
2(2). ნადალი (ესპანეთი) – 8 320
3(3). ა. ზვერევი (გერმანია) – 6 475
4(4). დელ პოტრო (არგენტინა) – 5 060
5(5). ანდერსონი (ს. აფრიკა) – 4 595
6(7). ნიშიკორი (იაპონია) – 4 190
7(6). ფედერერი (შვეიცარია) – 4 100
8(8). ტიმი (ავსტრია) – 3 800
9(9). ისნერი (აშშ) – 3 225
10(10). ჩილიჩი (ხორვატია) – 3 140