ფედერერი - დიდი სლემის ტურნირის მოგება ჯერ კიდევ შემიძლია
ფედერერი - დიდი სლემის ტურნირის მოგება ჯერ კიდევ შემიძლია

მსოფლიო ჩოგბურთის ლეგენდა, შვეიცარიელი როჯერ ფედერერი მიიჩნევს, რომ „დიდი სლემის“ ტურნირის მოგება ჯერ კიდევ შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ იგი ამ გათამაშებების 20-გზის გამარჯვებულია. ფედერერი 2020 წლის ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში კი სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩთან დამარცხდა.

„საკუთარ თავის რწმენა აუცილებელია. დარწმუნებული ვარ, რომ „დიდი სლემის“ ერთი-ორი ტურნირის მოგებას შევძლებ, – მოჰყავს როჯერის სიტყვები ავსტრალიის ღია ჩემპიონატის პრესსამსახურს. – იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ვიასპარეზე 2019 წელს, შეუძლებელი არაფერია“.

დატოვე კომენტარი