ფედერერი და ნადალი უიმბლდონზე პირველ მატჩებს ჩაატარებენ
ფედერერი და ნადალი უიმბლდონზე პირველ მატჩებს ჩაატარებენ

ინგლისის დედაქალაქ ლონდონში მიმდინარე „უიმბლდონის“ ტურნირზე დღეს მსოფლიო ჩოგბურთის ლეგენდა, შვეიცარიელი როჯერ ფედერერი და „თიხის მეფედ“ წოდებული ესპანელი რაფაელ ნადალი თავიანთ პირველ მატჩებს ჩაატარებენ.

„უიმბლდონის“ რვაგზის გამარჯვებული როჯერ ფედერერი 86-ე ჩოგანს, სამხრეთამერიკელ ჯორჯ ჰარისს დაუპირისპირდება. ეს ორი ჩოგბურთელი ერთმანეთს ადრე არასოდეს შეხვედრია. შვეიცარიელს წესით „იოლი გასეირნება“ ელოდება და გამარჯვების შემთხვევაში იგი მეორე წრეში ბრიტანელ ჩოგბურთელ კლარკსა და ამერიკელ რუბინს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

რაც შეეხება რაფა ნადალს, მისი მეტოქე იაპონელი იუიჩი სუგიტაა. ესპანელის მოწინააღმდეგე რეიტინგში 274-ეა და იგი ძირითად ბადეში კვალიფიკაციიდან მოხვდა. პირველ წრეში წარმატებულად ასპარეზობის შემთხვევაში, ნადალი მეორე წრეში ავსტრალიელ ნიკ კირგიოსსა და ავსტრიელ ჯორდან ტომპსონს შორის მოგებულს შეხვდება.