ფედერერი ბაზელის ტურნირის მეათედ მოგებას შეეცდება
ფედერერი ბაზელის ტურნირის მეათედ მოგებას შეეცდება

მსოფლიო ჩოგბურთის ლეგენდა როჯერ ფედერერი ATP ტურის ბაზელის 500-იანი სერიის ტურნირზე ასპარეზობს.

შვეიცარიელი საკუთარ კედლებში ამ ტურნირის მეათედ მოგებას შეეცდება. იგი პირველ ნომრად არის განთესილი და ორი მეტოქის დამარცხება დიდი ძალისხმევის გარეშე უკვე მოახერხა.

ფედერერი 1/4 ფინალში ამერიკელ ტიაფოსა და თანამემამულე ვავრინკას შორის გამარჯვებულს შეხვდება. ნახევარფინალში კი მისი სავარაუდო მეტოქე ბერძენი სტეფანოს ციციპასი უნდა იყოს.

შეგახსენებთ,რომ ტურნირზე მეორე ნომრად განთესილი გერმანელი ალექსანდრ ზვერევი გათამაშებას მოულოდნელად, პირველსავე წრეში გამოეთიშა.