ფედერერი ავსტრალიის ღიაზე თამაშს ვარაუდობს

09:45, 22.10.2020
MELBOURNE, AUSTRALIA - JANUARY 30: Roger Federer of Switzerland speaks during his post match press conference on day eleven of the 2020 Australian Open at Melbourne Park on January 30, 2020 in Melbourne, Australia. (Photo by Morgan Hancock/Getty Images)

შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა, რომელიც მუხლზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ აღდგენით კურსს გადის, განაცხადა, რომ ფორმის აღდგენა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ლეგენდამ ხაზი გაუსვა, რომ მისი მიზანი 2020 წელს ავსტრალიის ღიაზე გამოსვლაა.

„სწორ გზაზე ვარ, მაგრამ არ მინდა საკუთარ თავზე ზეწოლა. დავხარჯავ იმდენ დროს, რამდენიც საჭიროა და მონაწილეობას მივიღებ ტურნირში, როცა სრულად ვიქნები მზად. ჯერჯერობით, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ შევძლებ ავსტრალიის ღიაზე დაბრუნებას“, – განაცხადა ფედერერმა შვეიცარიულ პრესასთან ინტერვიუში.

2020 წლის სეზონის დასაწყისში „დიდი სლემის“ ტურნირების 20-გზის ჩემპიონმა მუხლზე ორი ოპერაცია გადაიტანა. მაშინ გახდა ცნობილი, რომ ფედერერი გამოტოვებდა სეზონის დარჩენილ ნაწილს. ამასთან, 39 წლის ჩოგბურთელმა არა ერთხელ გაიმეორა, რომ არ აპირებს კარიერის დასრულებას.

მსგავსი