ფედერერი 2022 წლის ზაფხულამდე კორტზე არ დაბრუნდება #1TVSPORT
ფედერერი 2022 წლის ზაფხულამდე კორტზე არ დაბრუნდება #1TVSPORT

„დიდი სლემის“ ტურნირების 20-გზის ჩემპიონი როჯერ ფედერერი 2022 წლის ზაფხულში აპირებს კორტზე დაბრუნებას.

40 წლის შვეიცარიელი იძულებული იყო ვადაზე ადრე დაესრულებინა 2021 წლის სეზონი აგვისტოში მუხლზე გადატანილი ოპერაციის გამო. ბოლოჯერ მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ივლისში უიმბლდონზე ითამაშა, სადაც მეოთხედფინალამდე მიაღწია.

„სიმართლე ითქვას, ძალიან გაოცებული დავრჩები, თუ უიმბლდონზე თამაშს შევძლებ, ხოლო ავსტრალიის ღია პირველობაზე გამოსვლა არც განიხილება.

მსუბუქ რბენას იანვარში დავიწყებ, ხოლო კორტზე კომპლექსურ ვარჯიშებს მარტში ან აპრილში განვაახლებ. ამიტომაც დღეისთვის ვგეგმავ, რომ ტურნირებს 2022 წლის ზაფხულში დავუბრუნდები“, – განაცხადა ფედერერმა.