ფედერალური არჩევნები გერმანიაში - რა საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები აქვთ ძირითად პარტიებს
ფედერალური არჩევნები გერმანიაში - რა საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები აქვთ ძირითად პარტიებს

რას ნიშნავს გერმანიის ფედერალური არჩევნების არსებული შედეგები ქვეყნის საგარეო პოლიტიკისთვის – მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ უცნობია, თუ ვინ უხელმძღვანელებს გერმანიის მომავალ მთავრობას, სამ უდიდეს პარტიას აქვს განსხვავებული გეგმები ქვეყნის საგარეო ურთიერთობის შესახებ.

სოციალ-დემოკრატების პარტია ნატო-ს მიმართ ერთგულია, მაგრამ მხარს უჭერს ევროკავშირის არმიის შექმნას. პარტიამ მსოფლიოს ყველაზე ღარიბ, განვითარებად ქვეყნებში გერმანიის მთლიანი ეროვნული შემოსავლის 0.2 პროცენტის დახარჯვის პირობა დადო.

ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა და ქრისტიან-სოციალური კავშირის ალიანსმა განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს ნატო-ს ალიანსს და პარტნიორებთან ერთად იმუშავებს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემის გასაძლიერებლად. ალიანსი ჩინეთთან კონკურენციაზე ამახვილებს ყურადღებას.

მწვანეთა პარტიამ განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს ნატო-ს და მკაცრი იქნება ავტორიტარული მთავრობების მიმართ, რომლებიც ბრალდებულები არიან ადამიანის უფლებების დარღვევაში. პარტია ეწინააღმდეგება გაზსადენს „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ და ბირთვულ იარაღს გერმანიის მიწაზე.

გერმანიაში ფედერალური არჩევნები მიმდინარეობს. ბოლოს განახლებული საპროგნოზო მონაცემებით, მემარცხენე სოციალ-დემოკრატიულ პარტიას მოსახლეობის 25.7 პროცენტი უჭერს მხარს, მმართველ ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის და ქრისტიან-სოციალური კავშირის ალიანსს კი 24.5 პროცენტი.