ფედერაციის თასზე მეოთხედფინალის წილისყრა გაიმართა

13:11, 17.10.2018

ჩოგბურთში ქალთა მთავარ გუნდურ ტურნირზე, ფედერაციის თასზე, 2019 წლის გათამაშების წილისყრა გაიმართა. მთავარ დივიზიონში, რომელსაც მსოფლიო ჯგუფი ეწოდება, ასეთი მეოთხედფინალური წყვილები ჩამოყალიბდა:

ჩეხეთი-რუმინეთი
ბელგია-საფრანგეთი
გერმანია-ბელარუსი
აშშ-ავსტრალია

მატჩები 9-10 თებერვალს გაიმართება. ნახევარფინალები 20-21 აპრილს შედგება, ფინალი – 9-10 ნოემბერს.

ტურნირის მოქმედი ჩემპიონი აშშ-ის ნაკრებია. წლევანდელ გათამაშებაში ეს გუნდი ფინალში ჩეხეთის ნაკრებს შეხვდება. გადამწყვეტი მატჩი 10-11 ნოემბერს გაიმართება.

მსგავსი