Fcinter news-ი - მამარდაშვილთან „ინტერს“ ოფიციალური კონტაქტი არ ჰქონია, მაგრამ ალტერნატიული სცენარი შესაძლებელია #1TVSPORT
Fcinter news-ი - მამარდაშვილთან „ინტერს“ ოფიციალური კონტაქტი არ ჰქონია, მაგრამ ალტერნატიული სცენარი შესაძლებელია #1TVSPORT

„ინტერი“ საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიის“ მეკარით, გიორგი მამარდაშვილით დაინტერესდა, თუმცა ჯერ ოფიციალური კონტაქტი არც მასთან და არც მის მენეჯერთან არ ჰქნონიათ, – ინფორმაციას მილანური კლუბის არაოფიციალური ვებგვერდი, Fcinter news-ი ავრცელებს.

„გიორგი მამარდაშვილი, „ვალენსიის“ მეკარე ანდრე ონანას შესაძლო მემკვიდრეთა სიაშია. მიუხედავად ამისა, ამ დრომდე არანაირი ოფიციალური, უფრო სწორად, კონკრეტული კონტაქტი არც გიორგი მამარდაშვილთან და არც მის ინტერესებზე მზრუნველებთან არ ყოფილა.

და მაინც – მამარდაშვილის ბედი „ინტერს“ მაინც შეიძლება დაუკავშირდეს, თუმცა ირიბად. ქართველი „ჩელსის“ სიაშიც ფიგურირებს. ამავე დროს ლონდონელები მეკარის შემცვლელად განიხილავენ სწორედ ონანას, ასევე „მილანის“ კიპერს, მაიკ მენიოს და „ბრენტფორდის“ წევრს, დევიდ რაიას. 22 წლის მამარდაშვილით „ტოტენჰემიც“ დაინტერესებულია“, – ამტკიცებს Fcinter news-ი.

Gazzetta dello Sport-იც ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პრემიერ ლიგის გიგანტი „ჩელსი“ ცდილობს „ინტერის“ მეკარე ონანას შეძენას და ქართველის საკითხს ამ ჭრილში განიხილავს.

„ლონდონის „ჩელსი“ ანდრე ოანანას ყიდვას ცდილობს. „ინტერი“ 50 მილიონ ევროზე ნაკლებ შეთავაზებას არც განიხილავს, მაგრამ ტრანსფერი თუ განხორციელდა, მილანელების მთავარი სამიზნე „ემპოლის“ ვარსკვლავი გუგლიელმო ვიკარიოა, მის ალტერნატივად კი „ინტერმა“ „ვალენსიის“ ვარსკვლავის მამარდაშვილი შეარჩია. 22 წლის მეკარემ „ვალენსიაში“ კარგი სეზონი ჩაატარა და ლა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარის რეპუტაცია მოიპოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამარდაშვილს თავად „ჩელსიც“ ონანას ალტერნატივად განიხილავს. თუმცა, ონანა მთავარი სამიზნეა და, სავარაუდოდ, კამერუნელთან კონტრაქტის ხელმოსაწერად ყველაფერს გააკეთებენ. თუ „ინტერი“ ონანას გაშვებას დათანხმდება, შესაძლოა, „ვალენსიის“ ახალგაზრდა მეკარე თავად დაიმატონ“, – წერს Gazzetta dello Sport-ი.