ფავორიტებმა დამაჯერებლად მოიგეს - მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის პირველი ტური დასრულდა [ვიდეო] #1TVSPORT
ფავორიტებმა დამაჯერებლად მოიგეს - მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის პირველი ტური დასრულდა [ვიდეო] #1TVSPORT

მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის პირველი ტური დასრულდა. გათამაშების მეორე დღეს 16 გუნდი ვიხილეთ, მათ შორის ილიას ზუროსის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები.

26 აგვისტოს დამაჯერებელი გამარჯვებები მოიპოვეს ფავორიტებმა. ტურნირზე ვნახეთ პირველი ოვერტაიმიც, პუერტო რიკოსა და სამხრეთ სუდანის შეხვედრის ძირითადი დრო 81:81 დასრულდა, ხოლო დამატებით დროში გამარჯვება პუერტორიკოელებს დარჩათ.

საინტერესოდ განვითარდა მოვლენები საქართველოს ნაკრების ჯგუფში.  ჩვენმა გუნდმა კაბო ვერდე 25-ქულიანი სხვაობით დაამარცხა, ხოლო ვენესუელის ნაკრებმა შეხვედრის პირველ მეოთხედში ფავორიტ სლოვენიას დიდი წინააღმდეგობა გაუწია, 33 ქულა ჩაუგდო. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ ამერიკელებს საწყის ათ წუთში 9 სამქულიანი ჰქონდათ ზუსტად ნატყორცნი, თუმცა საბოლოოდ მატჩი დათმეს.

მსოფლიო პირველობაზე გამოსვლა დაიწყო გადახალისებული შემადგენლობით მყოფმა აშშ-ის ნაკრებმა. სტივ კერის გუნდმა ახალი ზელანდია 99:72 დაამარცხა. ევროპის ჩემპიონმა ესპანეთმა დამაჯერებლად მოუგო კოტ დ’ივუარის ნაკრებს.

რაც შეეხება გამორჩეულ ინდივიდუალურ სტატისტიკებს, დღის საუკეთესო მოთამაშე სლოვენიელი ლუკა დონჩიჩი იყო, მან 37 ქულა, 7 მოხსნა და 6 შედეგიანი პასი დააგროვა. 35 ქულა ჰქონდა სამხრეთ სუდანის ნაკრების უკანახაზელს, კარლიკ ჯონსს. ევროპის მოქმედი ჩემპიონის, ესპანეთის ეროვნული გუნდის ლიდერის, ვილი ერნანგომესის ანგარიშზე 22 ქულა იყო კოტ დ’ივუარის ნაკრებთან.

მსოფლიო პირველობაზე ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრები ხვალ, 27 აგვისტოს დაიწყება.

26 აგვისტოს გამართული მატჩების შედეგები:

B ჯგუფი:

სამხრეთ სუდანი – პუერტო რიკო 96:101 (ჯონსი 35 ქ, 11პ. ტომპფსონი 21 ქ, 13 მ. ვოტერი 19 ქ.)
სერბეთი – ჩინეთი 105:63 (ბოგდანოვიჩი 14 ქ. ჟაო რუი 17 ქ.)

C ჯგუფი:

იორდანია – საბერძნეთი 71:92 (ჰოლის ჯეფერსონი 24 ქ, 9 მ. ლარენძაკისი 19 ქ.)
აშშ – ახალი ზელანდია 99:72 (ბანკერო 21 ქ. ედვარდსი 14 ქ, 7 მ. ტე რანგი 15 ქ.)

F ჯგუფი:

საქართველო – კაბო ვერდე 85:60 (შენგელია 16ქ, 7 მ. ბითაძე 15 ქ, 11 მ. სანაძე 12 ქ.)
სლოვენია – ვენესუელა 100:85 (დონჩიჩი 37 ქ, 7მ, 6 პ. ტობი 21 ქ. პრეპელიჩი 18 ქ.)

G ჯგუფი:

ირანი – ბრაზილია 59:100 (კაბოკლო 16ქ. მატეუსი 14 ქ.)
ესპანეთი – კოტ დ’ივუარი 94:64 (ვ.ერნანგომესი 22ქ, 5მ. გარუბა 12 ქ.)

27 აგვისტოს განრიგი:

A ჯგუფი:

იტალია – დომინიკელთა რესპუბლიკა 12:00 საათი
ფილიპინები – ანგოლა 16:00 საათი

D ჯგუფი:

მონტენეგრო – ეგვიპტე 12:45 საათი
ფინეთი – მექსიკა 16:30 საათი

E ჯგუფი:

ავსტრალია – გერმანია 12:30 საათი (LIVE პირველი არხი)
იაპონია – ფინეთი 16:10

H ჯგუფი:

ლიბანი – კანადა 13:45 საათი
საფრანგეთი – ლატვია 17:30 საათი (LIVE პირველი არხი)