ფაულერი - მეტსახელი „ღმერთი“ ახლა იურგენ კლოპს უნდა დავუთმო
ფაულერი - მეტსახელი „ღმერთი“ ახლა იურგენ კლოპს უნდა დავუთმო

„ლივერპულის“ ყოფილი თავდამსხმელი რობი ფაულერი, რომელსაც გულშემატკივრებმა „ღმერთი“ შეარქვეს, გამოთქვამს მზადყოფნას, რომ ეს მეტსახელი იურგენ კლოპს დაუთმოს.

„ვფიქრობ, უარის თქმა მომიწევს ამ მეტსახელზე, რადგან მას კლოპი უფრო იმსახურებს. ახლა სწორედ მას უნდა ვუწოდოთ ღმერთი, ასე არ არის?“ – მოჰყავს ფაულერის სიტყვები „ოპტუს სპორტს“. – „მას შემდეგ, რაც იურგენი ამ გუნდში მოვიდა, ფეხბურთელები ყოველ თამაშზე გამარჯვების ჟინით და რწმენით გადიან“.

შეგახსენებთ, რომ იურგენ კლოპის ხელმძღვანელობით „ლივერპულმა“ 30-წლიანი შესვენების შემდეგ მოიპოვა ინგლისის ჩემპიონის ტიტული.