ფარიკაობაში საქართველოს ნაკრების წევრები მადრიდში მსოფლიო თასის გათამაშებაში მიიღებენ მონაწილეობას
ფარიკაობაში საქართველოს ნაკრების წევრები მადრიდში მსოფლიო თასის გათამაშებაში მიიღებენ მონაწილეობას

ესპანეთის დედაქალაქში ხვალ სტარტს აიღებს მსოფლიო თასის გათამაშება Villa de Madrid. ინდივიდუალურ შეჯიბრში გამარჯვებულები პარასკევს და შაბათს გამოვლინდებიან. კვირას კი საუკეთესოები გუნდურ შეჯიბრში დასახელდებიან.

ინდივიდუალურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრების ხუთი წევრი მოსინჯავს საკუთარ ძალებს, სულ კი რეგისტრაცია 205-მა მოფარიკავემ გაიარა.

მადრიდში ხვალ სანდრო ბაზაძე და მიხეილ მარდალეიშვილი ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს საქართველოს დროით 13:00 დაიწყებენ . ბექა ბაზაძე, საბა სულამანიძე და ნიკა შენგელია კი ჯგუფურ შეჯიბრში ორი საათის შემდეგ ჩაებმებიან.
ხვალ მადრიდში 64 საუკეთესო გამოვლინდება, რომლებიც 19 მაისს ბრძოლას მედლებისთვის გააგრძელებენ.
კვირას გუნდურ ასპარეზში 27 გუნდი გამოვა, რეიტინგის საუკეთესო 20 გუნდიდან მადრიდში მხოლოდ ბელორუსის ნაკრები არ იქნება. შეჯიბრის წილისყრა შაბათს ჩატარდება.