ფარიკაობა | საქართველოს ქალთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა თბილისის მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
თბილისის მსოფლიო თასზე ფარიკაობაში საქართველოს ქალთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
საქართველოს ნაკრები ტუნირზე შემდეგი შემადგენლობით გამოვიდა: ალექსანდრა კუვაევა, ანასტასია ასათიანი, ანასტასია ცანავა და თამარ კვინიკაძე.
ნაკრებმა მერვედფინალში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი რუმინეთი დაამარცხა, ხოლო მეოთხედფინალში ჩინეთის უძლიერეს ნაკრებს სძლია. ნახევარფინალში ქართველმა სპორტსმენებმა დაძაბულ შეხვედრაში მსოფლიო რეიტინგის მეორეადგილოსან უზბეკეთს ვერ აჯობეს.
ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში საქართველო საფრანგეთს დაუპირისპირდა და დრამატულ შეხვედრაში 45:44 გაიმარჯვა.
ტურნირზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში ოქროს მედალი მოიპოვა ალექსანდრა კუვაევამ, რომელმაც ფინალურ მატჩში რუმინელ ამალია კოვალიუს 15:11 სძლია.