ფარიკაობა | საქართველოს ჩემპიონატში პირველი დღის გამარჯვებულები გამოვლინდნენ #1TVSPORT
ფარიკაობა | საქართველოს ჩემპიონატში პირველი დღის გამარჯვებულები გამოვლინდნენ #1TVSPORT

ოლიმპიური ჩემპიონის ნუგზარ ასათიანის სახელობის ფარიკაობის დარბაზში დღეს საქართველოს 2021 წლის ჩემპიონატი დაიწყო.

ტურნირის პირველ დღეს პრიზიორები ხმლით ფარიკაობაში გამოვლინდნენ. ქალთა შორის ქვეყნის ჩემპიონის ტიტული ალექსანდრა კუვაევამ მოიპოვა. ვერცხლის მედლის მფლობელი თამარ ჩარკვიანი გახდა. მესამე ადგილზე კი მარიამ კაკოიშვილი და კატო არჩვაძე გავიდნენ.

კაცებში პირველი ადგილი გოგა კაკაურიძემ დაიკავა. ვახტანგ არჩვაძემ ვიცე-ჩემპიონის წოდება მოიპოვა. ბრინჯაოს მედლებს ლაშა კუჭუხიძე და ნიკოლოზ ჭეიშვილი დაეუფლნენ.