ფარიკაობა | სანდრო ბაზაძემ სამხრეთ კორეაში გამართულ გრანპრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ფარიკაობა | სანდრო ბაზაძემ სამხრეთ კორეაში გამართულ გრანპრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონმა, სანდრო ბაზაძემ სამხრეთ კორეაში გამართულ გრანპრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მისთვის ეს 2026 წლის პირველი ჯილდოა.

უახლოეს მომავალში ბაზაძეს მნიშვნელოვანი ტურნირები ელის – 15-17 მაისს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი გაიმართება, 22-23 მაისს კაირო მსოფლიოს თასს უმასპინძლებს, ხოლო 16-21 ივნისს ტალინში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება, სადაც ქართველი მოფარიკავე ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.

სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონი 2025 წელს თბილისში გახდა.