ფარიკაობა | სანდრო ბაზაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა მოიგო - ბექა ბაზაძე ტურნირს გამოეთიშა #1TVSPORT
ფარიკაობა | სანდრო ბაზაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა მოიგო - ბექა ბაზაძე ტურნირს გამოეთიშა #1TVSPORT

თბილისში მიმდინარე ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძემ ხმლით ასპარეზობაში პირველი გამარჯვება მოიპოვა – მან 1/32-ფინალში პოლონელი კრისტოფ კაჩკოვსკი მარტივად, ანგარიშით 15:7 დაამარცხა და მერვედფინალში გასასვლელად ამერიკელ ვილიამ მორილის დაუპირისპირდება.

დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე ბექა ბაზაძეც გამოვიდა, თუმცა უნგრელ მოწინააღმდეგესთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

შეჯიბრებაზე წინასწარი შეხვედრები 09:00 საათზე დაიწყო, ხოლო ფინალური ბლოკი 18:00 საათიდან გაიმართება.