ფარიკაობა | სანდრო ბაზაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა მეხუთე ადგილზე დაასრულა #1TVSPORT

14:42, 27.07.2026

ჰონგკონგში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, სანდრო ბაზაძემ ხმლით ასპარეზობაში გამოსვლა მეხუთე ადგილზე დაასრულა.

ქართველი ნახევარფინალში გადასასვლელად სამხრეთკორეელ გუენდენგ დოსთან 11:15 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრები წლის ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირზე ასეთი შემადგენლობით გამოვიდა: სანდრო ბაზაძე (ხმალი), გიორგი ურუშაძე (ხმალი), ალექსანდრე თავართქილაძე (ხმალი), ალექსანდრა კუვაევა (ხმალი), თამილა მურიდოვა (დაშნა).

მსგავსი