ფარიკაობა | სანდრო ბაზაძემ კაიროს მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORt
ქართველმა მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძემ ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში გამართულ მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ბაზაძემ მეოთხედფინალში ამერიკელი ვილიამ მორილი 15-10 დაამარცხა, რის შედეგადაც ბრინჯაოს მედალი გაინაღდა. ნახევარფინალური მატჩი ბაზაძემ სამხრეთკორეელ სანგუკ ოჰისთან დათმო.
სანდრო ბაზაძე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია – მან ოქროს მედალი გასულ წელს თბილისში გამართულ პლანეტის პირველობაზე მოიპოვა.