ფარიკაობა | სანდრო ბაზაძემ ბუდაპეშტის მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ფარიკაობა | სანდრო ბაზაძემ ბუდაპეშტის მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასზე ქართველი სანდრო ბაზაძე ნახევარფინალში გერმანელ მატიას სზაბოსთან 12:15 დამარცხდა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

შეჯიბრის კიდევ ერთი მონაწილე ბექა ბაზაძე ტურნირს მეთექვსმეტედფინალიდან გამოეთიშა.

30 მარტს მსოფლიო თასზე გუნდური შეჯიბრება გაიმართება, სადაც სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, გიორგი ურუშაძე და ლაშა კუჭუხიძე გამოვლენ.