ფარიკაობა | სანდრო ბაზაძე მსოფლიო თასის ნახევარფინალშია #1TVSPORT

17:44, 25.01.2025

ბულგარეთში მიმდინარე მსოფლიო თასზე ქართველი ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ნახევარფინალში იასპარეზებს.

ქართველმა სპორტსმენმა მერვედფინალში გერმანელი მატიას საბო 15:10 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ტუნისელ ფარეს ტერჯანის 15:14 სძლია.

ნახევარფინალში ბაზაძის მეტოქე კორეელი ოჰ სან გუკი იქნება.

მსგავსი