ფარიკაობა | სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონია [ვიდეო] #1TVSPORT
19:53, 25.07.2025
კარიერაში პირველად, ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონია.
თბილისში მიმდინარე ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, მამაკაცთა შორის ხმლით ფარიკაობის ფინალში 31 წლის ბაზაძემ ფრანგი ჟან-ფილიპ პატრისი დამაჯერებლად, 15:9 დაამარცხა.
სანდრო ბაზაძისთვის მსოფლიო ჩემპიონატებზე ეს მესამე მედალი იყო. 2022 წელს ის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, ხოლო 2023 წელს ვერცხლს დაეუფლა. ქართველი მოფარიკავე ასევე არის ევროპის ორგზის ჩემპიონი და ევროპული თამაშების გამარჯვებული.
თბილისში ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატი 22 ივლისს დაიწყო. ტურნირის ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟებს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი წარმოგიდგენთ.